ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფის უცილობელ პირობად მოიაზრება. საკუთრივ ცნებამ “ცხოვრების ჯანსაღი წესი” ამჟამად ძირეული გადაფასება განიცადა და სრულიად ახლებური შინაარსი შეიძინა. არცთუ შორეულ წარსულში ეს ცნება ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან იყო გაიგივებული. თანამედროვე პოზიციებიდან, ჯანმრთელი ცხოვრება სრულიად ახლებურ შინაარსობრივ დატვირთვას იძენს და გულისხმობს ფიზიკურ, გონებრივ, ემოციურ, სოციალურ და სულიერ სიჯანსაღეს.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა საქართველო, სადაც დაფიქსირებულია მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების მკაფიო ტენდენცია. საბჭოთა პერიოდში ეს მაჩვენებელი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს არ ჩამოუვარდებოდა. ასეთი მკვეთრი გაუარესება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მხრივ მნიშვნელოვანწილად განპირობებეულია იმ რთული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციით, რომელიც დამახასი-ათებელია გარდამავალი პერიოდისათვის და რომელსაც ამჟამად საქართველო გადის.
საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ერთადერთი რეალური გზაა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა დიდი ფინანსური ინვესტიციების გარეშე. პარადოქსულია, რომ დღესდღეობით ამ გზას სწორედ ისეთი ქვეყნები დაადგენ, რომლებიც ფინანსურ სიძნელეებს არ განიცდიან, ხოლო პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ძირითადად დაავადებების მკურნალობაზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში ამ ქვეყნებში ძალიან მომრავლდა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავისი საქმიანობის ძირითად მიზნად ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ისახავენ, მოსახლეობაში მავნე ჩვევების გავრცელების სიხშირემ კი არ იკლო, არამედ პირიქით – მოიმატა. საგანგაშო მაჩვენებლებს აღწევს მწეველთა, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულთა, ალკოჰოლიზმით და შიდსით დაავადებულთა რიცხვი. როგორც ჩანს, ამ ჩვევების აღმოფხვრა, არანაკლებ რთულია, ვიდრე დაავადებების მკურნალობა, და შესაძლოა, ამ უკანასკნელზე უფრო რთულიც კი აღმოჩნდეს. ეს გარემოება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ მავნე ჩვევის აღმოფხვრა გულისხმობს ჩამოყალიბებული სტერეოტიპის რღვევას, რაც ადამიანისათვის ყველაზე რთული გადასალახავი ბარიერია.
ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა - ეს არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა, და არა მარტო დაავადებისა და ფიზიკური დეფექტების არ არსებობა.
მედიცინის მთავარი ამოცანაა, პასუხი გასცეს კითხვას, თუ რით არის განპირობებული მოსახლეობის ჯანმრთელობა. მიჩნეულია, რომ სხვადასხვა ფაქტორები შემდეგ ზეგავლენას ახდენენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე:ცხოვრების წესი და პირობები - 48-50%,გარემო - 20-22%,გენეტიკური ფაქტორები - 18-20%,ჯანმრთელობის დაცვის წილი - 12-14%.
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის გამიზნული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებია:
მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარების შემცირება,მოსახლეობის მიერ ალკოჰოლის მოხმარების შემცირება,მოსახლეობის მიერ წამლების ბოროტად გამოყენების შემცირება,მოსახლეობის ფიზიკური აღზრდის უზრუნველყოფა.
მაშ ასე, გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება და ცოდნა, დავსვათ კითხვები, მოვისმინოთ პასუხები, ავაჭრელოთ ლამაზი ფოტოებით და ვინც ჯერ კიდევ არ და ვერ ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესს, იქნებ ჩვენი შემხედვარ-მომსმენმა პირველი ნაბიჯებიც გადადგას.
среда, 22 октября 2008 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
მეგობარი ბლოგები
- მთავარი ბლოგი
- ჩემი სკოლა
- შვილები
- უნდა ეცვას თუ არა მოსწავლეს ფორმა
- საქართველოს რომელ კუთხეში იმოგზაურებდით
- ინფორმაციული მენეჯერი
- სპორტი ჩვენს ცხოვრებაში
- პირამიდა
- "ხელოვნება" სკოლაში
- ჩემი მშვენიერი სამყარო
- ყველა ქალი უნდა გახდეს დედა
- ღ ვ ი ნ ო
- ქართული მუსიკალური საკრავები ქართულ ხალხურ ზღაპრებში
- ქართველი და რუსი მართლმადიდებლები
- სკოლა და კომპიუტერი
- საკვები
- მსოფლიოში მიმდინარე პროცესები
- მასწავლებელი
- მარჯვე ხელები
- მათემატიკა გონების სალესი ქვაა
- ლექსი,რომელიც არასოდეს დამავიწყდება
- N A T O
Обо мне
- მაკა ნუცუბიძე
- სსიპ ქალაქ გორის #1 სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგი; სსიპ ქალაქ გორის #6 საჯარო სკოლის დირექტორი.